სსიპ ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისისN106 საჯარო სკოლის
მუსიკის პრაქტიკოსი მასწავლებლის ნათია გოგნიაშვილის მიერ ჩატარებული
სოციალური პროექტი
თემა: ხელნაკეთი რესურსები მუსიკის გაკვეთილზე
ავტორი - ნათია გოგნიაშვილი
მონაწილეები- სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია
კლასი - IV3
პერიოდი - 2019 წლის 31.10.- 22.11.
თემის აქტუალობა: 
თანამედროვე სამყაროში სათანადო რესურსების გამოყენებით სასწავლო პროცესის  დაგეგმვა და წარმართვა აქტუალურია ყველა საგანში, მათ შორის მუსიკის სწავლების დროს.საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანია ყველა კლასში, სწავლების ნებისმიერ  საფეხურზე, მაგრამ აქვე უნდა განვსაზღვროთ ისიც, სად და როგორ ვიყენებთ ამ რესურსებს, და ისიც, თუ რა მოცულობითა და სიხშირით გამოვიყენებთ რესურსებს  გაკვეთილებზე. რა  გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწავლა უფრო ხალისიანი, მოტივირებული  და შედეგზე ორიენტირებული იყოს? რა კონკრეტული რჩევები  უნდა მივცეთმასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს? 
   დროა მასწავალებლებმა და მშობლებმა გააცნობიერონ თავიანთი უმნიშვნელოვანესი როლი მოსწავლეთა ცხორებაში და   ერთმანეთთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას .სასწავლოპროცესშიაუცილებელიამრავალფეროვანისაგანმანათლებლორესურსებისგამოყენება, როგორცმასწავლებლებისათვის, ასევემოსწავლეებისათვის.(ეროვნულისასწავლოგეგმა, თავი II. მუხლი 8, თბილისი, 2011 ).რაგავაკეთოთიმისთვის, რომსწავლაუფროხალისიანი, მოტივირებულიდაშედეგზეორიეტირებულიიყოს?
პროექტის მიზანი-იყოდაგვედგინა, თუროგორоდარა ხელნაკეთი რესურსებითუნდაავამაღლოთსწავლსადმიინტერესიდამოტივაცია;როგორმოქმედებსრესურსებისგამოყენებასწავლა-სწავლებისხარისხზე და რაგავაკეთოთიმისთვის, რომსწავლაუფროხალისიანი, მოტივირებულიდაშედეგზეორიეტირებულიიყოს.  სკოლისა და ოჯახის მჭიდრო პარტნიორობით  სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება .
პროექტის ამოცანები
 1 - სასწავლო პროცესში კლასის მშობელთა ჩართულობის სტიმულირება.
2 - მოხალისე მშობელთა შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხალისეობის დანერგვის შემუშავება.
3 მშობელთა ჩართულობით  ხელნაკეთი რესურსების შექმნა
4  სკოლის თემის ჩართვა  პროექტის მიმდინარეობაში და საბოლოო დასკვნითი ღონისძიებაში.
განხორციელების გზები:
I ეტპაზე-პროექტის იდეის, მიზნისა და ამოცანების  დამუშავება;
II ეტპაზე-საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება  მშობელთათვის, სკოლაში დანერგილი ინოვაციების  გაცნობა. პროექტის შესახებ მათი ინფორმირება.
III ეტპაზე - პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა; მონიტორინგის ჯგუფის შექმნა;
IV ეტპაზე - დამზადებული რესურსებისგან ისტრუმენტების შექმნა  და გამოფენა მუსიკის გაკვეთილზე
V ეტპაზე-საბოლოო შეხვედრა- მრგვალი მაგიდა , რომელსაც დაესწრებიან  პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებელი,  სკოლის ადმინისტრაცია.
მოსალოდნელი  მოკლევადიანი შედეგი
   პროექტი  ეფექტურად იმუშავებს სასწავლო  პროცესის სამივე რგოლის- სკოლა -მოსწავლე - მშობელი -  გააქტიურებაზე.  სასწავლო პროცესს გახდის უფრო საინტერესოს , სახალისოს. 
    განმტკიცდება პოზიტიური დამოკიდებულება სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მიმართ, გაუმჯობესდება ურთიერთობა  მასწავლებელსა და მშობელს შორის.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგი
  პროექტი გაზომავს , რამდენად შეცვლის ამა თუ იმ სახით მშობლის ჩართულობა სწავლა - სწავლების ხარისხს; აამაღლებს მშობელთა ცნობიერებას სასკოლო ცხოვრებაში მათი მონაწილეობის შესახებ.
 რესურსები -მუსიკალური საკრავების მუყაოს მოდელების შექმნისთვის საჭირო  მასალა:
 ელექტრონული - word excel power point.
საკანცელარიო- მუყაო,თაბახის ფურცლები, მარკერები,ფლომასტერი,საღებავი, წებო
საყოფაცხოვრებო-ძაფი, ტყავი,საქსოვი ძაფი,ჯამი,ძუა.
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი.
შედეგები შეფასდება:
1-     მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შედეგებით, ჩართული მშობლების რაოდენობითა და მათი გამოხმაურეის საფუძველზე;
2-     მუსიკალური საკრავების მოდელების რაოდენობით ;
3-     ადმინისტრაციის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე. 
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
შიდა მონიტორინგი - პროექტის ავტორი თავად აკვირდება მიმდინარეობას და შედეგს.
გარე მონიტორინგი- ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგს
  შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის  კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის  საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვაზე ან ხელნაკეთი რესურსი არ გამოვიდეს სათანადო პარამეტრის .ისამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მშობლების  მოტივაციის ასამაღლებლად და შეირჩევა შესაქმნელი  რესურსის უფრო მარტივი ვარიანტი .
პროექტის კალენდარი
 პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები:
აქტივობის აღწერა
ჩატარების დრო
1
პროექტის იდეის, მიზნისა და ამოცანების  დამუშავება;
31.10.2019
2
საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება  მშობელთათვის, სკოლაში დანერგილი ინოვაციების  გაცნობა. პროექტის შესახებ მათი ინფორმირება.
7.11.19
3
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა; მონიტორინგის ჯგუფის შექმნა;
15.11.19
4
აქტივობათა - ხელნაკეთი რესურსების შექმნა მუსიკის გაკვეთილისთვისპრაქტიკული განხორციელება;
28.11.19
6
საბოლოო შეხვედრა მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
22.11.2019



მასწავლებელი: ნათია გოგნიაშვილი
 
22.11.2019 წ.
ფოტოების გამოქვეყნებაზე ნებართვა ავიღე მშობელთა კრებაზე













Comments